კომპანია TOYOTA-ს ფილოსოფიის მთავარ ქვაკუთხედს წარმოადგენს „კაიზენი“, რაც იაპონურიდან თარგმანში ნიშნავს მუდმივ სწრაფვას გაუმჯობესებისკენ. ჩვენი კომპანია ხელმძღვანელობს აღნიშნული მიდგომით არა მხოლოდ ახალი ავტომობილების შექმნის დროს, არამედ ბაზარზე უკვე არსებული ავტომობილების მონიტორინგის პროცესშიც. სწორედ ამიტომ, კომპანია ტოიოტა დრო და დრო ატარებს სერვისის სპეციალურ კამპანიებს, რომლის ფარგლებშიც, საჭიროების შემთხვევაში, ხდება ტოიოტას მარკის ავტომობილებისთვის კამპანიით გათვალისწინებული სამუშაოების ჩატარება, მათ შორის შესაძლებელია კომპონენტების გაუმჯობესებული ნაწილებით შეცვლაც.


თუ თქვენ ბრძანდებით ტოიოტას ან ლექსუსის მარკის ავტომობილის მფლობელი, მარტივად შეგიძლიათ გაარკვიოთ საჭიროებს თუ არა თქვენი ავტომობილი სერვისის რომელიმე სპეციალურ კამპანიას. ამისთვის უბრალოდ უნდა შეიყვანოთ თქვენი ავტომობილის საიდენტიფიკაციო (VIN) ნომერი სპეციალურ ველში და მიყვეთ შესაბამის ინსტრუქციას.


ტექნიკური მომსახურების ცენტრში თქვენს ავტომობილს უფასოდ შეამოწმებენ და საჭიროების შემთხვევაში ჩაუტარდება კამპანიით გათვალისწინებული პროცედურები.


როგორც უკვე მოგახსენეთ, კომპანიის ფილოსოფია დაფუძნებულია მუდმივ სწრაფვაზე გაუმჯობესებისკენ და სწორედ ამიტომ, ჩვენ უწყვეტ რეჟიმში ვმუშაობთ ახალ სპეციალურ კამპანიებზე. შესაბამისად, სასურველია თქვენი ავტომობილის ვინ კოდის შემოწმება მოხდეს არა ერთჯერადად, არამედ გარკვეული პერიოდულობით, ახალი სპეციალური კამპანიების შესახებ ინფორმაციის მისაღებად.


კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას TOYOTA-ს არჩევისთვის.



*