ქალბატონებო და ბატონებო,


მადლობას გიხდით თქვენი ერთგულებისთვის LEXUS-ის ბრენდის მიმართ და იმედი გვაქვს, რომ LEXUS-ის ავტომობილის მართვა თქვენთვის სასიამოვნო გამოცდილებაა.


კომპანია LEXUS-ის ფილოსოფიის მთავარ ქვაკუთხედს წარმოადგენს „კაიზენი“, რაც იაპონურიდან თარგმანში ნიშნავს მუდმივ სწრაფვას გაუმჯობესებისკენ. ჩვენი კომპანია ხელმძღვანელობს აღნიშნული მიდგომით არა მხოლოდ ახალი ავტომობილების შექმნის დროს, არამედ ბაზარზე უკვე არსებული ავტომობილების მონიტორინგის პროცესშიც. სწორედ ამიტომ, კომპანია ლექსუსი დრო და დრო ატარებს სერვისის სპეციალურ კამპანიებს, რომლის ფარგლებშიც, საჭიროების შემთხვევაში, ხდება ლექსუსის მარკის ავტომობილებისთვის კამპანიით გათვალისწინებული სამუშაოების ჩატარება, მათ შორის შესაძლებელია კომპონენტების გაუმჯობესებული ნაწილებით შეცვლაც.


თუ თქვენი ავტომობილი შეძენილია ლექსუსის ოფიციალურ დილერთან კავკასიის რეგიონში, ქვემოთ მოყვანილ ფორმაში ავტომობილის 17 ნიშნა საიდენტიფიკაციო ნომრის (VIN) ჩაწერისას შეგიძლიათ გაიგოთ საჭიროებს თუ არა თქვენი ავტომობილი სერვისის რომელიმე სპეციალურ კამპანიას. დადებითი პასუხის შემთხვევაში გთხოვთ მიმართოთ LEXUS-ის ოფიციალურ დილერებს : ლექსუს თბილისს.


იმ შემთხვევაში თუ ავტომობილი არ არის შეძენილი ოფიციალურ რეგიონალურ დილერთან, კომპანია „ლექსუსი“ გთავაზობთ დამატებით მომსახურებას გლობალურ სისტემაში საიდენტიფიკაციო (VIN) ნომრის შესამოწმებლად. ამისათვის, საჭიროა ავტომობილის საიდენტიფიკაციო ნომრის გაგზავნა ელექტრონული ფოსტის მისამართზე:

vincheck@toyota-caucasus.com


ტექნიკური მომსახურების ცენტრში თქვენს ავტომობილს უფასოდ შეამოწმებენ და საჭიროების შემთხვევაში ჩაუტარდება კამპანიით გათვალისწინებული პროცედურები.


როგორც უკვე მოგახსენეთ, კომპანიის ფილოსოფია დაფუძნებულია მუდმივ სწრაფვაზე გაუმჯობესებისკენ და სწორედ ამიტომ, ჩვენ უწყვეტ რეჟიმში ვმუშაობთ ახალ სპეციალურ კამპანიებზე. შესაბამისად, სასურველია თქვენი ავტომობილის ვინ კოდის შემოწმება მოხდეს არა ერთჯერადად, არამედ გარკვეული პერიოდულობით, ახალი სპეციალური კამპანიების შესახებ ინფორმაციის მისაღებად.


კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას LEXUS-ის არჩევისთვის.



*