cr
ძვირფასო მომხმარებლებო,

მოხარული ვართ, რომ გვეხმიანებით, ვაფასებთ თქვენს თითოეულ მოსაზრებას – იქნება ეს პრეტენზია თუ კმაყოფილების გამოხატვა ჩვენი კომპანიის პროდუქციის თუ მომსახურების მიმართ.

ტოიოტას წარმატება უმეტესწილად მისმა ნოვატორულმა ტექნოლოგიებმა და წარმოების საუკეთესო ხარისხმა განაპირობა, თუმცა აღსანიშნავია, რომ წარმატების მიღწევა შეუძლებელი იქნებოდა მომხმარებლის მუდმივი ჩართულობისა და მისი ინტერესების გათვალისწინების გარეშე.

ტოიოტა რეგულარულად ესაუბრება მომხმარებელს, იმ ასპექტების გამოვლენის მიზნით, რომელთა გაუმჯობესებაც შესაძლებელი და აუცილებელია.
“კაიზენის” ანუ “მუდმივი გაუმჯობესების” ფილოსოფია ტოიოტასთვის უმნიშვნელოვანესია როგორც წარმოების, ასევე შემდგომი ბიზნეს პროცესების მართვის დროს.

ამგვარად, თქვენს მიერ გამოთქმული აზრი და მომსახურების შეფასება გვაძლევს ანალიზის გაკეთების საშუალებას და მეტ ცოდნას იმის შესახებ, თუ როგორ მოვახდინოთ მომხმარებლის მოთხოვნების სრული დაკმაყოფილება.

ტოიოტასთვის პრიორიტეტულია მისი პერსონალი სათანადოდ მომზადებული და მოტივირებული იყოს მომხმარებელთან ურთოერთობისას.
ორმხრივი ურთიერთობა და თქვენი ინტერესების გათვალისწინება დაგვეხმარება შევქმნათ მომსახურების ისეთი ხარისხი, რომელიც აღემატება მომხმარებლის მოლოდინს.

მუდმივი სწრაფვა სრულყოფილებისაკენ ტოიოტას ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფასეულობაა.

ამ გვერდის საშუალებით თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ შპს „ტოიოტა კავკასია“-ს ტოიოტას ოფიციალურ დისტრიბუტორს კავკასიაში, ნებისმიერი კითხვით ან მოსაზრებით.

ასევე შეგიძლიათ დაუკავშირდეთ მომხმარებელთან ურთიერთობის მენეჯერებს შემდეგ ნომრებზე:

ტოიოტას ოფიციალური წარმომადგენლობა კავკასიაში:
“ტოიოტა კავკასია”, ელეფთერ ანდრონიკაშვილის ქ. 31ბ, თბილისი 0189, საქართველო, ს/კ 236089273, ტელ: +995 32 2 72 00 45 , +995 32 2 72 00 46 (107)

ტოიოტას ოფიციალური დილერები საქართველოში:

„ტოიოტა ცენტრი თბილისი“, თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი #116, ს/კ 211346220, ტელ: +995 32 2 52 20 22 , +995 32 2 511
„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“, თბილისი, უნივერსიტეტის ქ. N6 , ს/კ 405006461, ტელ: +995 32 2 29 20 00
„ტოიოტა ცენტრი ბათუმი“ ბათუმი, ი. გაგარინის ქ. N1, ს/კ 445580773, ტელ: +995 042 2 24 60 06

ან შეავსოთ კითხვარი:

  • This field is for validation purposes and should be left unchanged.

With the spirit of “Start Your Impossible” we can go “Beyond Zero”!

Koji Matsuno

President
Toyota Caucasus LLC

signature